LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ინგა გრიგოლია მაგდა ანიკაშვილს მიმართავს: „დადგება დღე და შენ ინანებ…“

4167
grigoliamagda

ინგა გრიგოლიამ რამდენიმე დღის წინ ოპერაცია გაიკეთა და წესით, სარეაბილიტაციო პროცესი შინ უნდა გაეტარებინა, თუმცა „ტვ პირველის“ მიმართ სასამართლო განჩინების გამოქვეყნების შემდეგ, ის სამსახურში დაბრუნდა.

ინგა გრიგოლიამ მონოლოგში კოლეგას, „იმედის“ წამყვანს, მაგდა ანიკაშვილს მიმართა, რომელმაც ბერა ივანიშვილისგან ინტერვიუ აიღო…

ინგამ აღნიშნა:

„ძალიან დიდი ბოდიში, ქალბატონო მაგდა, მაგდა ანიკაშვილს მინდა მივმართო. არასდროს არც ერთი ჟურნალისტისთვის არ მიმიმართავს ჟურნალისტისთვის. ყოჩაღ, ბრავო, მაგდა. რაც მე იმ დღეს ვნახე, ბრავო, მეტს ვერაფერს გეტყვი… ყველას გვაქვს ჩვენი ისტორია. ყველაფერს ვიფიქრებდი, და შენი წაყვანილი გადაცემიდან იმას თუ მოვისმენდი, როგორ გვიწოდებდნენ საროსკიპოებს და როგორ მოითხოვდნენ ჩვენს დახურვას და თვალებში შეციცინებულ შენს სახეს თუ დავინახავდი, ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს ეს ცხოვრება. მაგდა, ეს ცხოვრება არცთუ ისე გრძელია, მაგდა და მინდა, უბრალოდ, დღევანდელი დღე გახსოვდეს. დადგება დღე და შენ ინანებ, რომ თვალებში შესციცინებდი იმ ადამიანებს, ვინც კრიტიკული მედიების დახურვას მოთხოვდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები