LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ილონ მასკის სუპერსწრაფმა კაფსულამ პირველი მგზავრები გადაიყვანა

244
hyperloo2012

2020 წლის 8 ნოემბერს სუპერსწრაფი კაფსულა Virgin Hyperloop–ის მორიგი ტესტ–დრაივი გაიმართა. პირველად ცდების ისტორიაში ამჯერად კაფსულაში მგზავრები ჩასვეს. აქამდე კი ის ცარიელ მდგომარეობაში ლამის 400–ჯერ მაინც გამოსცადეს. კაფსულამ გვირაბში 160 კმ/სთ სიჩქარით გაიარა, მისი პოტენციური სიჩქარე კი 1000 კმ/სთ–ია.

ტესტები მიწისქვეშა 500 კმ სიგრძის გვირაბში იმართება. გვირაბი ნევადას შტატში მდებარეობს. პირველი მგზავრები კომპანიის წარმომადგენლები გახდნენ. საცდელი კაფსულა შემცირებული პროტოტიპია და სერიულ ვერსიაში ადგილი 28 მგზავრისთვის იქნება გამოყოფილი.

შეგახსენებთ, რომ ინოვაციური და ძალიან სწრაფი ტრანსპორტის შექმნის იდეა ილონ მასკს ეკუთნის და ჩანაფიქრის განხოციელება მან ჯერ კიდევ 2013 წლიდან დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები