იაპონური კომპანია 4Design-მა შეიმუშავა ტექნოლოგია, რომელიც ავტომობილის საბურავის დისკების დასამზადებლადაა განკუთვნილი, თანაც შოკოლადისგან. სპეციალისტების მიერ შექმნილი პრეს–ფორმა ნებისმიერ მსურველს დაეხმარება, რომ შოკოლადი რამდენიმე წუთში დაამზადოს და ამ შოკოლადს ფორმულა–1–ის ბოლიდის საბურავის ფორმა ჰქონდეს.
ეკოლოგიურად სუფთა დისკების შექმნის პროცესში იაპონელი დიზაინერებიც აქტიურად იყვნენ ჩართული. მათ მიერ დამზადებული ფორმა ალუმინის 6 მინიატურულ დეტალს მოიცავს. ყველა ელემენტის ერთად მოთავსების შემთხვევაში წარმოიქმნება სამგანზომილებიანი კუბი, რომელიც 7,8 სანტიმეტრს მოიცავს.
კონსტრუქციის ცენტრში ცარიელი სივრცეა, სადაც გამდნარი შოკოლადი უნდა მოთავსდეს. მას შემდეგ რაც კანფეტი საბოლოო ფორმას მიიღებს, კონსტრუქცია მარტივად შორდება და უნიკალური დისკი რჩება.
იდეის ავტორთა განცხადებით, პროექტის შექმნას მათ დაახლოებით 6 თვე მოანდომეს და შედეგით ძალიან კმაყოფილები არიან.