LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ჰიპერქარი Rimac Nevera-ს კრაშ ტესტი, მოდელი ისტორიაში ყველაზე გამძლე ავტომობილად აღიარეს

31
rivera223

2 მილიონ დოლარად შეფასებული ელექტროქარი ყველა შესაძლო საშუალებით შეამოწმეს

კომპანია rimac-მა 1914 ძალის ელექტრონული ჰიპერქარის Nevera-ს ფინალური კრაშ-ტესტი ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი ასეთი ავტომობილის ფასი 2 მილიონი დოლარია, მისმა შემქმნელებმა 45 ტექნიკური ცდა ჩაატარეს და ათობით პროტოტიპი გაანადგურეს. შემაჯამებელი კრაშ-ტესტის ფარგლებში სპეციალისტებმა დაბეჯითებით განაცხადეს, რომ მათ ისტორიაში ყველაზე მძლავრი ავტომობილის შექმნა შეძლეს.

წინა კრაშ-ტესტის დროს კონსტრუქციის სიმყარე საქარე დაჯახებისას შეამოწმეს. ასევე სხვა სატრანსპორტო საშუალებასთან იმიტირებული ავარიაც მოაწყეს. დასკვნით სტადიაზე ელექტრონული Navera გვერდიდან ქუჩის ლამპიონს დაეჯახა, ამ დროს სიჩქარე 35 კმ/სთ იყო. სპეციალისტებმა იმის დემონსტრირება შეძლეს, რომ ასეთი სერიოზული დარტყმის დროსაც კი ჰიპერქარის კონსტრუქცია მგზავრთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამასთან, შეჯახების შემდეგ ინჟინრებმა დაზიანებული კარი უპრობლემოდ გახსნეს.

სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ მანეკენი რომელიც მგზავრის როლს ასრულებდა, უვნებლად გადარჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები