საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ბრატისლავას „სლოვანის“ ფეხბურთელი, გურამ კაშია იუბილარია.
მას დღეს 36 წელი შეუსრულდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანს იუბილეს ემოციური პოსტით ულოცავს მეუღლე, თამთა გიგაშვილი და ოჯახური იდილიის ბედნიერ მომენტებს გვიზიარებს.
ფეხბურთელ გურამ კაშიასა და თამთა გიგაშვილის ერთი შვილი – ალექსანდრა ჰყავთ.
წყვილი უკვე 14 წელია, ერთად არის.