LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გირჩი – მეტი თავისუფლებამ “სისხლიან” ბანერს “მოდი რეფერენდუმზე” გადააკრა

112
BeFunky-collage (11)

თბილისში ბანერი წარწერით “არა ნაცებს, არა ბოროტებას” ისევ გამოჩნდა, თუმცა ამჯერად, გიორგი გახარიას ფოტო დაამატეს, წარწერას კი “არა ღალატს”.

ცოტა ხნის წინ, გირჩი — მეტი თავისუფლებამ აღნიშნული ბანერს “მოდი რეფერენდუმით” გადააკრა.

 

 

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა ძალადობის შემცველ ანონიმურად განთავსებულ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა.

“წინასაარჩევნო კამპანიის დროს სააგიტაციო მასალის დამზადებისა და გავრცელების წესი მკაცრად არის განსაზღვრული საქართველოს საარჩევნო კოდექსით. კერძოდ, სააგიტაციო მასალაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები, მისამართები, ინფორმაცია მისი ტირაჟის, რიგითი ნომრისა და გამოშვების თარიღის შესახებ. აკრძალულია ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის გავრცელება ამ ინფორმაციის მითითების გარეშე”. – ნათქვამია ISFED-ის განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ისინი ასევე გეგმავენ, მიმართონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ბანერების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.

იხილეთ ამავე თემაზე:

„არიფები“ არიან, ამორალობის დონე და ფსკერია – გახარია ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე

ხაზარაძე: მოვუწოდებ კომპანიას სასწრაფოდ ჩამოხსნან ძალადობრივი ხასიათის შემცველი ბანერები! ამას ჩვენი შვილები უყურებენ

ეს არის „მადლიერი“ ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წელი უსასტიკესი მეთოდებით გამოირჩეოდა: ირაკლი კობახიძე ბანერებზე

“არ ჩანს ჩემი აივნიდან და პატარა ზომის მომეცით, ბავშვების საძინებელში გავაკრავ” – ჯაფარიძე ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები