გია ჯაჯანიძემ ამერიკაში გადაიღო პროფესორი, ლექტორი, გიორგი მიქანაძე, რომელიც მძიმე ავარიის შემდეგ
„საქართველო არასდროს დამიტოვებია. ახლა ძიების პროცესში ვარ. ყველას აქვს და ჰქონდა ეს პროცესი. აქაც გრძელდება. ეს ჯანსაღი პროცესია. აცნობიერებ, რა არის მნიშვნელოვანი. ვიყავი ჩამოსული კონფერენციაზე, მერე დავათვალიერე ნიუ იორკში და ვაშინგტონი. ბევრი კავშირი დავამყარე. ხომ არ ვცადო-მეთქი, ვიფიქრე. მეგობართან ერთ დ წამოვედი ერთი თვე და შევხედე… ისე აეწყო და დაიგეგმა ყველაფერი, რომ მე აქ უნდა დავრჩენილიყავი. ერთი თვის მერე დავიწყე ბიზნესი წარმატებულად და კარგად და შემოვრჩი.
ვცდილობ, დღევანდელი დღით ვიცხოვრო. ჯობია, დღევანდელი დღით დავტკბე. არც გუშინ არსებობს და არც ხვალ“.
გიორგი იხსენებს ამერიკაში შემთხვეულ ავტოავარიას:
„ახლა ერთი კი არა, ორი სიცოცხლით დავდივარ იმ ავარიის შემდეგ, რომელიც შემემთხვა. ყველაზე კარგ დროს, ყველაზე კარგად რომ ხარ, იმ დროს მომივიდა ძალიან მძიმე ავარია. როგორც მეუბნებიან, იყო გადარჩენის შანსი, რამდენიმეთვიანი კომა მქონდა. სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ვიყავი. ორივე სამყარო მაქვს ნანახი. კომიდან რომ გამოვედი, სხეული ვეღარ ახერხებდა სისხლის გამომუშავებას. ახალ სისხლს სხეული აღარ იღებდა. ექიმები ამბობდნენ, რომ მეტი არაფრის გაკეთება შეეძლოთ. სასწაული, სასწაულიო, დარბოდნენ და ამას ამბობდნენ. ველოდი, რომ შევწყვეტდი არსებობას. ჩემმა სტუდენტებმა ჩამომაკითხეს და მთხოვეს, მღვდელი მოეყვანათ ჩემთვის. ვთხოვდი ბერებს, ილოცეთ ჩემთვის, რომ ამ სამყაროდან გავიდე-მეთქი. რომ იწურები და მთავრდები ადამიანი. როცა ვეზიარე, გამოვძვერი ამ მდგომარეობიდან… რეალობის სხვანაირი აღქმა მქონდა. ქვედა სართულის საუბრები მესმოდა, როგოც მეუბნებოდნენ. საკუთარი სხეულიდან სულის გასვლის მომენტს ვგრძნობდი…“