გიორგი გიორგანაშვილი სერიალში „ბოლო სეზონი“ თავისი გმირის შესახებ საუბრობს:
„მეგონა, რომ იქნებოდა ჩვეულებრივი სერიალი, რომელიც იქნებოდა ყურებადი, იმიტომ, რომ ჩვენ ვაკეთებთ, მაგრამ საკმაოდ კარგი ხარისხი მივიღეთ. თავიდან არ მინდოდა მსახიობად, არ ვიყავი დროსთან კომფორტულად იმ პერიოდში, სპონტანურად მოხდა… გზადაგზა დავიწყე მის ხასიათებზე ფიქრი, თავისი დრამა აქვს, ძალიან მძიმე და ამ დრამიდან გამომდინარე, კმაყოფილი ვერ იქნება. კმაყოფილს ვერ ვიტყვი ვერც ერთ ჩემს როლზე, მაგრამ ალაგ-ალაგ რაღაც სცენებით კმაყოფილი ვარ. ახლა რომ ვუყურებ ჩემს თავს ეკრანზე, უფრო მეტად მომწონს, ვიდრე ექვსი-შვიდი წლის წინ მომწონდა, რადგან ჩემს სახეზე ცოტა სხვა რამ გამოიხატება და საინტერესოდ გამოიყურება, მე ასე ვთვლი…“