LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გიორგი ცაგარელმა დაუნიავა კონკურსანტს, რომელიც ძალიან ნერვიულობდა

580
nankagvarinews

ნანკა გვარი “დიდი სცენის” ჟიურის წინაშე წარდგა. ნანკა თავიდანვე ძალიან ნერვიულობდა, პირველი სიმღერა რამდენიმეწამიანი შესრულების შემდეგ თავად გაწყვიტა, ღელვის გამო. შემდეგ, ჟიურის წევრების თხოვნით, ქართული კომპოზიცია შეასრულა, რის დროსაც გიორგი ცაგარელმა მას დაუნიავა. ჟიურის ნანკას ტემბრი და შესრულება მოეწონა, თუმცა სთხოვა, რომ შემდეგ ტურზე ღელვა დაძლიოს და ისე წარდგეს მათ წინაშე. “ასე არავინ მომწონებია”, აღნიშნა გიორგი ცაგარელმა და დასძინა, რომ ნანკას ამ სფეროში დიდი პერსპექტივა აქვს.

შეგახსენებთ, რომ “დიდი სცენის” მეორე სეზონი 21 ივნისს, “რუსთავი 2″–ის ეთერში დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები