ჯგუფ „მგზავრების“ სოლისტს, გიგი დედალამაზიშვილს, საზოგადოება უკვე წლებია, კარგად იცნობს. მუსიკოსის კარიერულ წარმატებასთან ერთად საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას მისი პირადი ცხოვრებაც იმსახურებს. მომღერლის მეუღლე უკრაინელი ფოტოგრაფი მარინა კარპია, რომელთან ერთადაც გამოჩენა ყოველთვის დადებით შეფასებას იმსახურებს საზოგადოების მხრიდან.
ახლახან გიგი დედალამაზიშვილი, მეუღლესთან ერთად „რუსთავი 2“-ის შუადღის გადაცემას სტუმრობდა, სადაც მუსიკოსმა წამყვანების თხოვნით, 11 წლის წინ, ქორწილის დღეს შესრულებული ცეკვა ქართული გაიმეორეს, რამაც მაყურებლის დიდი სიმპათია გამოიწვია.
ვიდეო: „10 წუთში მივხვდით ორივე, რომ ერთმანეთი მოგვწონდა” – გიგი დედალამაზიშვილი
ფოტო: გიგი დედალამაზიშვილის უფროსი ქალიშვილი სკოლაში წავიდა: „დღე, რომელიც სულ გვემახსოვრება…“