LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გიგი დედალამაზიშვილი დედასთან ერთად ამღერდა – „მინდა, დავუკრა დედაჩემის სიმღერა…“

233
გიგი და ციცი

„უბრალოდ მგზავრი ვარ“ – „მგზავრების“ რეპერტუარიდან ეს ცნობილი სიმღერა ჯგუფის სოლისტმა, გიგი დედალამაზიშვილმა ამჯერად „პოსტალიონის“ ეთერში შეასრულა, დედასთან, ციცი ფალავანდიშვილთან ერთად.

დედა-შვილის თბილმა დუეტმა დადებითი კომენტარები დაიმსახურა სოციალურ ქსელში.

„მინდა, დავუკრა დედაჩემის სიმღერა, ერთადერთია „მგზავრების“ რეპერტუარში, რომელიც დედაჩემმა დაწერა, სანდრო გაბელაიას დაუწერა, უბრალოდ, სანდრო ვარ, არ ვგავარ სხვას… წავართვი სანდროს. დღემდე მეუბნება, რა სიმღერა წამართვიო…“, აღნიშნა გიგიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები