გია ჯაჯანიძემ ამერიკაში მოგზაურობისას გაგვაცნო არაჩვეულებრივი გოგონა, ნათია რეხვიაშვილი, რომელიც ტრაილერის მძღოლად მუშაობს.
ნათია გიასთან საუბრისას აღნიშნავს:
„სიმართლე გითხრათ, წამოვედი იმიტომ, რომ ამერიკის ნახვა მინდოდა. როგორც კი ჩამოვედი, მაშინვე მივხვდი, რომ უნდა დავრჩენილიყავი. მას შემდეგ გადავწყვიტე და აქ ვარ. თავიდან, როგორც ქართველი ემიგრანტების უმრავლესობა, ვმუშაობდი ოჯახში.
როცა ტრაილერის მძღოლობა გადავწყვიტე, მშობლებმა ინერვიულეს, ხალხი რას იტყვის, ამიტომ არა, რთულია, დღის და ღამის განმავლობაში საჭესთან ყოფნა და ამხელა ავტომობილის მართვა. არასდროს გაუწევიათ წინააღმდეგობა, ხომ არ გადაიფიქრებდიო. რა თქმა უნდა, იყო სტრესი, ბევრჯერ მიტირია. მიფიქრია, გავაჩერებ, სადაც ვარ, ბილეთს ვიყიდი და გადავფრინდები ნიუ იორკში-მეთქი, მაგრამ ჩემი თავის გამოცდა იყო და მაინტერესებდა, გადავლახავდი თუ არა და გადავლახე…“