LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გია ბურჯანაძემ „ლიმონას სიმღერა“ახალი ვერსიით ჩაწერა: „ამდენი წელი გავიდა და ადამიანებს ეს სიმღერა ისევ უყვართ…“

204
გია ბურჯანაძე

გია ბურჯანაძე გია ბაღაშვილის „ჩვენს შოუს“ ესტუმრა და „ლიმონას სიმღერის“ ახალი ვერსია წარმოადგინა.

„რობიკო სტურუამ რუსთველის თეატრში რომ დადგა „საბრალდებულო დასკვნა“, იქ იყო ბიძინა კვერნაძის ეს მელოდია. შემდეგ ჩააწერინა ჩვენს საყვარელ რამაზ ჩხიკვაძეს. ეს იყო „ლიმონას სიმღერა“. ძალიან თბილი სიმღერაა და მინდოდა მისი შესრულება. რამაზთან სად მოვალ, მაგრამ… მერე ისე მოხდა, რომ ბიძინა კვერნაძის იუბილეზე მოინდომა, რომ მე მემღერა ოპერაში ორკესტრთან ერთად „ასეთია ქურდი კაცის ბედი“, თუმცა ძალიან მომწონდა „ლიმონას სიმღერა“. ამდენი წელი გავიდა და ადამიანებს ეს სიმღერა ისევ უყვართ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები