LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გია ბაღაშვილმა ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში იმღერა

347
გია-ბაღაშვილი

12 ივლისს, გია ბაღაშვილმა ოზურგეთში ლექცია და კონცერტი გამართა და გაგვიზიარა ვიდეო, რომელიც მის გამოსვლას ასახავს.

 

 

12 ივლისს, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ჩატარდა ჩემი ლექცია-კონცერტი. უღრმესი მადლობა ოზურგეთს ბრწყინვალე დახვედრისთვის, უდიდესი ინტერესისთვის, მაყურებელთა დარბაზის ასეთი აქტიური ჩართულობისა და მუსიკალურ ნიუანსებში წვდომისთვის. არც არის გასაკვირი – ეს ხომ ერქომაიშვილების, ჩავლეიშვილების, სიმონიშვილის, სიხარულიძეების, ცეცხლაძეების, ჭკუასელებისა და სხვა საოცარი მომღერალი გვარებისა და გენიალური ლოტბარების მშობელი კუთხეა.

დიდი მადლობა საღამოს ორგანიზატორებს – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას და პირადად ბატონ ავთო თალაკვაძეს, დიდი მადლობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურს, განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ნატალია ხომერიკს, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ბატონ ავთო სურგულაძეს და ცენტრის ყველა თანამშრომელს.

დიდი ხნით არ გემშვიდობებით! პაწე შევცვლი სიმღერის ტექსტს: “… მივალ გურიიდან, მარა ჩემი გული თქვენთან რჩება”!…❤️

Posted by გია ბაღაშვილი • Gia Bagashvili on Saturday, July 15, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები