„ღამის შოუს ბენდი“ საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული ჯგუფია. ისინი ხშირად ატარებენ კონცერტებს ღია ცის ქვეშ. ახლახან „ტიკ-ტოკზე“ გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ბაბი კირკიტაძე, გელა გნოლიძე და თათა გიორგობიანი „ლალებს“ ასრულებენ, ხოლო მათ მაყურებელი სიამოვნებით ჰყვება და სიმღერას მათთან ერთად ასრულებს.