“ღამის შოუს ბენდი” გელა გნოლიძის ხელმძღვანელობით ქართული ჰიტების ახალ, საინტერესო ვერსიებს ყოველკვირეულად გვთავაზობს. აღსანიშნავია, რომ მათი შესრულება ბევრს მოსწონს და სოციალურ ქსელებში უამრავი ნახვა და გაზიარება აქვს.
ამჟამად “ღამის შოუს ბენდმა” “ემის” რეპერტუარიდან სიმღერა „მზე ისევ ამოვა” შეარჩია. კომპოზიცია რუსა მორჩილაძეს ეკუთვნის. ახალ ვერსიას კვლავ დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა.