ქსელში გავრცელდა ვიდეო რგოლი, რომლის ავტორებიც სარისკო ტრიუკს ასრულებენ. ბლოგერმა Mercedes-Benz G-Class-ის გამძლეობის შემოწმება უჩვეულო მეთოდით გადაწყვიტა. წითელი ყველგანმავალი ჰაერში ასწიეს და სპეციალურად აშენებულ სახლს დააგდეს ზემოდან. ვარდნის დროს ავტომობილის საჭესთან მძღოლი იმყოფებოდა. მიუხედავად სერიოზული სიმაღლისა, ბლოგერს დაზიანებები არ მიუღია, რასაც ვერ ვიტყვით გერმანულ მოდელზე.
სიუჟეტის მიხედვით, სახლი სპეციალურად ააშენეს, მასში ცხოვრობდა გოგონა, რომელიც დაბადების დღეს აღნიშნავდა. იუბილარმა მშობლებს G-Class ჩუქება სთხოვა, თუმცა მათ საკმარისი სახსრები არ ჰქონდათ ამიტომ გოგონამ სანთლები ჩააქრო და სურვილი ჩაიფიქრა.