ზაზა თელია გადაცემას „დილა მშვიდობისა საქართველო“ სტუმრობდა.
თელიამ გადაცემაში გასახდომ ჩაისთან და აბებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„მედიკამენტებისა და საკვები დანამატების მწარმოებლები გამუდმებით ამბობენ, რომ თავიანთი პროდუქტი გასახდომ საშუალებად გამოიყენება, თუმცა, აღნიშნულის დამტკიცება შეუძლებელია.
მაგალითისთვის ავიღოთ ერთ-ერთი პროდუქტი „ჩიტოზანი“.
ანოტაციაში წერს, რომ ის წონის კლებისთვის გამოიყენება, მის შემადგენლობაში კი დიდი დოზით შაქარი შედის. ზოგადად, არც ერთი ტიპის ასეთი პროდუქტი არ უნდა მიიღოს ადამიანმა, განსაკუთრებით მათ, ვისაც აქვს ალერგიული ფონი. ეს საშუალებები სერიოზულ პრობლემებს იწვევს ორგანიზმში,“ – აღნიშნავს ზაზა თელია.