LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გასაიდუმლოებულმა Lamborghini-მა მთაზე ასვლის რეკორდი დაამყარა

46
;ambomtaze

აშშ-ში, სახელგანთქმულ მთიან ტრასაზე – პაიკს პიკი – ასვლის რეკორდი განახლდა, რომელიც აქამდე კროსოვერ Bentley Bentayga-ს ეკუთვნოდა.

განახლებულმა Lamborghini Urus-მა წინამორბედს თითქმის 18 წამით აჯობა. ის 20-კილომეტრიანი აღმართზე 10 წუთსა და 32 წამში ავიდა. ავტომობილი კამუფლიაჟილებული იყო და უსაფრთხოების კარკასითა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით აღჭურვეს. მწარმოებლის თქმით, მანქანა სტანდარტული ძალოვანი აგრეგატით იყო, თუმცა ტექნიკური პარამეტრები არ უცნობებია.

ცნობილი არ არის არც სიახლის ოფიციალური დებიუტი, რომელიც წესით ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში შედგება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები