LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „განწყობა მას შემდეგ, რაც ჩემმა ქართველმა ძმებმა სიამაყე მოგვგვარეს“ – ზაზა ფაჩულია მერაბის და ილიას ბრძოლებს დაესწრო: ბედნიერი ზაზა და სიხარულისგან ატირებული მისი ვაჟები – ნახეთ კადრები, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ უყურებთ

4085
BeFunky-collage (29)

ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონია.

ქართველმა მებრძოლმა ალექსანდრ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

მერაბ დვალიშვილმა კი, UFC-ში ზედიზედ მეათე გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა მებრძოლმა ოქტაგონზე ჰენრი სეხუდო დაამარცხა.

ისტორიულ დღეს მთელი საქართველო ზეიმობს. ილიას და მერაბს ადგილზე უჭერდა მხარს ლეგენდარული კალათბურთელი ზაზა ფაჩულია.

ზაზამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც წერს:

„განწყობა მას შემდეგ რაც ჩემმა ქართველმა ძმებმა სიამაყე მოგგვგვარეს“ – აღნიშნავს ზაზა.

ამასთან, ემოციურად შეხვდნენ ბიჭების გამარჯვებას ზაზას ოჯახში.

ზაზას მეუღლე სოციალურ ქსელში გვიზიარებს კადრებს, სადაც ჩანს, როგორ ატირდნენ სიხარულისგან კალათბურთელის ვაჟები ქართველების გამარჯვების შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები