მსახიობი ეკა კახიანი, თათია შარანგიას საავტორო გადაცემაში “სთორი” მეუღლესთან დაშორების, პირადი ურთიერთობებისა და შვილების შესახებ საუბრობს.
როგორც ეკა აღნიშნავს, პირველი ქორწინების დასრულების ინიციატორი თვითონ იყო და ამას დღესაც არ ნანობს.
“არ მინანია, რადგან არ ვიყავი კარგად, ცუდად ვიყავი. არ მქონდა რომანტიზმი. ჩემთან ურთიერთობა ძალიან უჭირთ. მიჭირს ძალიან და პრობლემა მაქვს. ამ ხასიათის დათმობა ალბათ ღირს, თუ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ამას იმსახურებს. ჩემი დედამთილი არაჩვეულებრივი ქალი იყო. მუდამ ჩემიანი იყო, ობიექტური და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გასაგებია, რომ შვილი გიყვარს, მაგრამ ობიექტურობა არ უნდა დაკარგო. არ ვიცი მე ამას შევძლებ თუ არა. განქორწინების ინიციატორი მე ვიყავი. ნინის მამამ შერიგება ბევრჯერ მთხოვა.
არ მერიდება იმის თქმა, რომ მართლაც ძალიან კარგი გოგოები მყავს. უეცრად შევიძინე სამი და. ეს გოგოები ახლა ჩემი მეგობრები და პატრონები არიან. გვაქვს ჯგუფი და იქ ხდება საოცრება. თუ მჭირდება აზრი დავწერ და ზუსტად ვიცი, ვინ როგორ მიპასუხებს”, – საუბრობს ეკა კახიანი.
ამავე თემაზე:
ფოტო/ვიდეო: ნინი ბადურაშვილის ქალიშვილი იუბილარია – როგორ აღნიშნა მომღერალმა ელენეს დაბადების დღე
ფოტო: ეკა კახიანმა დედა დაბადების დღეზე პარიზში წაიყვანა
ბებია და შვილიშვილი: ეკა კახიანი პატარა ელენესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
„ულამაზესი დედა-შვილი, თუ უფრო დები“ – ეკა კახიანისა და ნინი ბადურაშვილის ფოტოსესია