ამერიკული გამოცემა „თაიმმი“ ტრადიციას არ ღალატობს. ჟურნალმა 2020 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეული შეადგინა. სიაში ისეთი მუსიკოსები მოხვდნენ, როგორებიც არიან: The Weeknd, Halsey, Megan Thee Stallion, სელენა გომესი, ჯეი ბალვინი და ჯენიფერ ჰადსონი.
აღსანიშნავია, რომ ასეულში შესული თითოეული ვარსკვლავი სხვა ცნობილმა ადამიანებმა დაახასიათეს.
„ის თანამედროვე პოპ-სამყაროში საოცრად იდუმალი ფიგურაა, იდუმალება კი დიდი იშვიათობაა, მას წარმოსახვის საოცარი უნარი აქვს“,- დაწერა ლეგენდარულმა ელტონ ჯონმა The Weeknd-ის შესახებ.
გამოცემამ წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანები ტელეკომპანია ABC-ის ეთერში დაასახელა, შოუ მუსიკალურად The Weeknd–მა და Halsey-მ გააფორმეს.