სტეფანე მღებრიშვილმა ბათუმში, კონცერტი გამართა და სიმღერები შეასრულა.
მომღერალი სცენაზე შვილთან, ფანიკო მღებრიშვილთან ერთად გავიდა და სიმღერა „გაიღიმე” იმღერა.
როგორც ყოველთვის, ამჯერადაც კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა.
შეგახსენებთ, რომ სტეფანეს შვილის სცენაზე გამოჩენამ საზოგადოების მხრიდან დადებითი შეფასებები დაიმსახურა და ფანიკომ თავისი ნიჭიერების დამსახურებით მსმენელის გული უმოკლეს დროში მოიგო.