LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გაიცანით მარტოხელა მამა, რომელიც სუვენირების საწარმოს შექმნას და შშმ ბავშვების დასაქმებას გეგმავს

156
101197077-3334958319882224-2396105861517803520-o

36 წლის მცირე მეწარმემ დავით მოსიაშვილმა, რომელიც შვილებს მარტო ზრდის, პაპას სათავსო სახელოსნოდ გადააკეთა და შვილებთან, დემესთან და მარიამთან ერთად, ხელნაკეთ სუვენირებსა და სამკაულებს ამზადებს. პროდუქცია ბრენდ “დემას” სახელით იწარმოება.

„4 წლია ბავშვებს მარტო ვზრდი და ორივე მშობლის ფუნქციის შესრულება მიწევს, რაც მინდა გითხრათ, რომ საერთოდ არ არის რთული“, – ამბობს მცირე მეწარმე. ის მალე სხვის შვილებზეც იზრუნებს და მათ თავის წარმოებაში დაასაქმებს.

ცნობისთვის, ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამის კონკურსში გამარჯვების შემდეგ, დავით მოსიაშვილმა ლაზერული ჭრის დანადგარი შეიძინა და წარმოება გააფართოვა. მცირე მეწარმე აპირებს სოციალური საწარმოს შექმნას, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ხელობას ასწავლის და დაასაქმებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები