მომღერალ ლელა წურწუმიას შემოქმედება უკვე წლებია მის ერთგულ მსმენელს და არამხოლოდ, აღაფრთოვანებს. ლელა მუდმივად ცდილობს მათ გემოვნებიანი და რაც მთავარია ხარისხიანი მუსიკა შესთავაზოს, რაც მისი აუდიტორიის გაფართოებასაც უწყობს ხელს და ყველასთავის საყვარელ მომღერლად რჩება.
პროდიუსერი კახი მამულაშვილი სოციალურ ქსელში ხშირად გვიზიარებს ვიდეოებს ლელას კონცერტიდან, ამჯერად მან გამოაქვეყნა კადრები, თუ როგორ ამღერდნენ ტელეწამყვანები დუტა სხირტლაძე და მანიკა ასათიანი ლელა ცნობილ ჰიტზე.
„გაფანტვის გარეშე არცერთი ივენთი არ გამოდის“, – წერს მამულიჩა.