ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და მოსახლეობას მოუწოდებს გაციების საწინააღმდეგო კონკრეტული დასახელების წამალი არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ.
“ყურადღებით დაიმახსოვრეთ წამალი, რომლის მიცემაც არაფრით არ შეიძლება ბავშვებისთვის, იმ შემთხვევაში თუ მათ აქვთ სურდო და მაღალი სიცხე. ეს წამალი არის “ნოლ გრიპ ჯუნიორი”.
ეს არის ინდური წარმოების მედიკამენტი და დღეს აქტიურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეგულაციის სააგენტომ ეს წამალი მასიურად აკრძალა და გამოითხოვა. მისი გამოყენება ბავშვებში შესაძლოა ფატალურად დასრულდეს. ჯუნიორი შეიცავს დანამატის სახით მრავალდონიან სპირტებს.
როდესაც ბავშვს ამ წამალს მივცემთ, დაეწყება ფაღარათი და მუცლის ტკივილი. საბოლოოდ ამან შესაძლოა კომატოზური მდგომარეობაც გამოიწვიოს”, – საუბრობს გიორგი ღოღობერიძე.
იხილეთ ვიდეო:
გაციების საწინააღმდეგო ეს წამალი არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ!
Posted by Usmle მოსამზადებელი ცენტრი – Ghoghoberidze, M.D. on პარასკევი, 13 იანვარი, 2023
ამავე თემაზე:
ვიდეო: “ძალიან უჭირთ ჩემთან მეგობრობა, რომ დავჭირდე ფაქტობრივად არ ვარსებობ” – გიორგი ღოღობერიძე
გიორგი ღოღობერიძე: „წუწუნა ხალხი უფრო დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე მათი გარშემომყოფები”