LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გაბრაზებული მძღოლი ბენზინგასამართ სადგურს „ეჩხუბა“

88
driverpatrolstation

კანადაში, ქალაქ ბრენდონის ერთ–ერთ ბენზისნგასამართ სადგურზე უცნაური ინციდენტი მოხდა. კამერამ მძღოლისა და საწვავის ჩასასხმელი აპარატის „ჩხუბი“ დააფიქსირა. კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ცემს მძღოლი სადგურს ხელებით, ფეხებით და შემდეგ დანაშაულის ადგილიდან გარბის. აგრესიულ კანადელს ახლა პოლიცია ეძებს.

კადრები ქსელში სამართალდამცავებმა გაავრცელეს და მოქალაქეებს ავტომფლობელის პოვნაში დახმარება სთხოვეს. დამნაშავის ავტომობილი კადრში კარგად ჩანს, თუმცა იმდენად მტვრიანია რომ ნომრის წაკითხვა შეუძლებელია. ეს კი ძებნის პროცესს ძალიან ართულებს.

ერთი შეხედვით ჩანს, რომ თითქოს მძღოლი საწვავის მიწოდების სისწრაფითაა გაღიზიანებული და აგრესიული ქცევით ამ პროცესის დაჩქარებას ცდილობს. თუმცა, როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მას ის ფაქტი არ მოეწონა რომ საწვავის ღირებულება წინასწარ გადაახდევინეს და ჯავრი აპარატზე იყარა.

სადგურის მფლობელს კი დაზიანებული აპარატისთვის კომპენსაციის მიღება სურს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები