რუსთავში ცოლმა ქმარს სცემა. ინფორმაციას თავად ქალბატონი “ინფო რუსთავს” უდასტურებს.
ქალის ინფორმაციით, თავდაპირველად კონფლიქტი მასსა და დედამის შორის დაიწყო, ხოლო მას შემდეგ რაც, მისმა მეუღლემ გაშველება სცადა, ფიზიკურად მამაკაცს გაუსწორდა.
“თავიდან ჩხუბი ჩემსა და დედაჩემს შორის დაიწყო სიტყვიერად. შემდეგ გიორგი ჩადგა ჩვენს შუა, ვეუბნებოდი გაიწიე-თქო და არ გაიწია. მერე ხელი მკრა და რას ჰქვია ხელი მკარითქო, მაგის ცემაში ფრჩხილებიც დავიმტვრიე. ის ცდილობდა გავეშველებინეთ მე და დედაჩემი, მაგრამ მე ეს უფრო ნერვებს მიშლიდა. შუაში მიდგება, მეჩხირება. ბოლოს იქამდე მიმიყვანა, რომ ხელითაც შევეხე და კაი დაზიანებებიც აქვს”,- განუცხადა “ინფო რუსთავს” მარიამ ქოჩიაშვილმა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებაც დაიწყო და ქალს შემაკავებელი ორდერი გამოუწერა.