დღეს 20 მაისს, მე-12 კლასელებისთვის სკოლის “ბოლო ზარი” მათ გარეშე დაირეკა. განსხვავებით წინა წლებისგან, კორონავირუსული პანდემიის გამო, სკოლები წელს დაცარიელებული იყო. თუმცა “ბოლო ზარი” მაინც აღნიშნეს ფოთში.
სოცილურ ქსელში რამდენიმე საათის წინ ფოთის პირველი საჯარო სკოლის მე-12 კლასელების ვიდეო ვრცელდება. “ბოლო ზარის” ემოციურმა ვიდეომ პოპულარობა მალევე მოიპოვა და ბევრი მოწონებაც დაიმსახურა.