LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Ford სიჩქარის იძულებით შემცირების ტექნოლოგიას ტესტავს

35
Capture

მომავალში Ford-ის ავტომობილები ავტომატურად შეანელებენ ზოგიერთ ზონაში, მაგალითად სკოლის თუ საავადმყოფოს სიახლოვეს. შესაბამისი ტექნოლოგია უკვე არსებობს და ამ დროისთვის მას გერმანულ ქალაქ კიოლნში, რეალურ პირობებში ტესტავენ. სიჩქარის იძულებით შემცირების სისტემას სახელად Geofencing უწოდეს და მისი მიზანი სიჩქარის ლიმიტის დაცვაა. Ford-ში ფიქრობენ, რომ მანქანის ავტომატურად შენელება მძღოლს ჯარიმებისგან დაიცავს და ავტო საგზაო შემთხვევების რისკსაც შეამცირებს.

სიჩქარის ავტომატურად დარეგულირების ტექნოლოგია უკვე გამოიყენება Ford-ის იმ ავტომობილებზე, რომლებსაც ადაპტირებული კრუიზ-კონტროლი აქვთ. ეს სისტემა იმის გარანტიას იძლევა, რომ მძღოლი დაწესებულ შეზღუდვას არ გადააჭარბებს. რაც შეეხება Geofencing-ს, ის ძველი ტექნოლოგიებისგან იმით განსხვავდება რომ შეზღუდული სიჩქარე ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის უნივერსალური იქნება და კონკრეტულ ზონებთან გავლის დროს ამოქმედდება.

Ford-მა ახალი ტექნოლოგიის გამოცდის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა. სისტემა For E-transit-ის პროტოტიპზე დაამონტაჟეს და მანქანა ქალაქში გაუშვეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები