LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Ford Bronco ტრამპლინიდან გადმოხტა და 13 მეტრი იფრინა

32
ford

Youtube-არხზე The Story Till Now გამოაქვეყნეს ვიდეო რგოლი, რომელშიც Ford Bronco-ს ექსტრემალური ნახტომია ასახული. ყველგანმავლი სამი მეტრის სიმაღლის ტრამპლინიდან გადმოხტა და 13 მეტრი იფრინა, ამის შემდეგ კი მიწაზე სასწაულებრივად დაეშვა. საშიში ტრიუკი შეასრულა ცნობილმა მრბოლელმა ბრიუს კუკმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ანალოგიური ნახტომის შემდეგ პარალიზებული დარჩა.

2014 წელს ბრუს კუკი კანადაში ერთ-ერთ შეჯიბრში თავისი მოტოციკლეტით გამოდიოდა. არც თუ ისე სანდო მოტოთი სპორტსმენმა ორმაგი სალტოს გაკეთება სცადა. დაშვება წარუმატებელი იყო და ავარიის შედეგად მრბოლელი წელს ქვემოთ პარალიზებული დარჩა. თუმცა, ბრუსისთვის ამას ხელი არ შეუშლია რომ კარიერა წარმატებით გაეგრძელებინა.

თუკი სპორტსმენის გავლილ გზას გავითვალისწინებთ, Ford Bronco-თი შესრულებული ტრიუკი ნამდვილად რეკორდის ტოლფასია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები