LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ფიტნეს დარბაზების გახსნის მოთხოვნით სპორტსმენებმა მსვლელობა გამართეს

247
Capture

სპორტსმენებმა ფიტნეს დარბაზების გახსნის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე მსვლელობა გამართეს. მათი თქმით, გაუგებარია რატომ არ ეძლევათ ვარჯიშის საშუალება და მთავრობისგან  ახსნა-განმარტებას მოითხოვენ, თუ რატომ არ იხნსება სპორტდარბაზები.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი ვასაძე აცხადებს, ქვეყანას ჯანსაღი თაობა სჭირდება, რასაც ხელისუფლებამ უნდა შეუწყოს ხელი.

“დღეს ახალგაზრდა ბიჭები სპორტის სამინისტროდან მოვიდნენ, აგვიხსნეს წესები და გვითხრეს, რომ შეხვედრა ხვალ სპორტის სამინისტროში გვექნება იმ ადამიანებთან, ვინც კონკრეტულად ამ საკითხზე მუშაობს. ჩვენ ახალგაზრდები ვითხოვთ ძალიან მარტივ რამეს. ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას და მოგვცენ შესაძლებლობა, რომ სპორტდარბაზებში ვივარჯიშოთ“, – განაცხადა გიორგი ვასაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ფიტნეს დარბაზები 22 ივლისამდე არ გაიხსნება. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე აცხადებს, რომ სპორტდარბაზების გახსნა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებენ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებთან ადაპტირებას.