61 წლის ჯორჯ ჯლუნმა „ნესპრეოს“ ახალ რეკლამაში მიიღო მონაწილეობა. ამჯერად მსახიობი პიჟამაშია გამოწყობილი და ერთი ფინჯანი ყავისთვის ბრძოლაში ერთვება. სახალისო რეკლამაში მას პარტნიორობას ჟან დიუჟარდინი და კამილა კოტინი უწევენ. ჯორჯს ცისფერ ფერებში გადაწყვეტილი, ზოლებიანი პიჟამა ეცვა და ლურჯი ხალათი ჰქონდა მოცმული.
ცნობისთვის, კლუნმა კომპანიის რეკლამაში მონაწილეობა პირველად 2013 წელს მიიღო. მაშინ მსახიობმა ელეგანტური „ლუქით“ სცადა უცნობი ქალბატონის მოხიბვლა.
ჯორჯ კლუნი ყველას ეუბნება, რომ ამალიას სახით დიდი ჯეკპოტი მოხსნა