LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Euro NCAP-მა ახალი Land Rover და კიდევ 6 ავტომობილი დაამტვრია

42
landroverdefender201211

ევროპული ორგანიზაციამ Euro NCAP კრაშ–ტესტების მორიგი სერია ჩაატარა. ამჯერად სპეციალისტები ახალი თაობის Land Rover Defender 110–ით დაინტერესდნენ. თუმცა, ყველგანმავალის გარდა გამოცდის ჩაბარება ასევე 6 ავტომობილს – Audi A3–ს, Kia Sorento–ს, Isuzu D-Max–ს, Seat Leon–ს, Hyundai i10–სა დაHonda e–ს მოუწია. თითქმის ყველა მოდელი ძალიან უსაფრთხო აღმოჩნდა.

Land Rover Defender–ის უსაფრთხოება სპეციალისტებმა 5 ვარსკვლავით შეაფასეს. ყველაზე მაღალი ქულა – 85% – მოდელმა ზრდასრული მგზავრების და ბავშვების უსაფრთხოებისთვის მიიღო. სხვადასხვა დამხმარე ასისტენტების მუშაობა 79%–ით შეაფასეს, ხოლო ქვეითებისა და ველოსიპედისტების უსაფრთხოება 71%–ით.

სპეციალისტების დასკვნით, მოდელის შემთხვევაში ყველაზე დიდი რისკი ფრონტალური დაჯახებაა, რა დროსაც მძღოლმა და მგზავრებმა შესაძლოა საშუალო სიმძიმის ტრავმები მიიღონ.

ჰეტჩბეკი Audi A3 ექსპერტთა აზრით, ასევე „ხუთოსანია“. ზრდასრული მგზავრის უსაფრთხოება 89%–ით შეფასდა, ბავშვის უსაფრთხოება კი 81%–ით. მოძრაობის სხვა მონაწილეების უსაფრთხოება 68%–ით, ხოლო სხვადასხვა სისტემების მუშაობა კი 73%–ით უსაფრთხოა.

ანალოგიური შეფასებები დაიმსახურეს სხვა გამოცდილმა ეგზემპლარებმაც, ასე რომ თითოეული ეს მოდელი უსაფრთხოების სტანდარტებს ნამდვილად აკმაყოფილებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები