„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის ყველაზე ექსტრავაგანტური და ეპატაჟური წევრის, გოჩა ჩერტკოევის შვილის ქორწილმა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ შედგა, ყველა აალაპარაკა.
ოჯახმა, რომელიც რამდენიმე წელია, ამერიკაში ცხოვრობს, ქართული ტრადიციები არ დაივიწყა და ქორწილი, თბილისში, ქართულ სტილში გადაიხადა. წყვილმა ჯვარი სამების ტაძარში დაიწერა. პატარძლის მსგავსად, სიძემაც ქართულ ტრადიციულ სამოსზე შეაჩერა არჩევანი.
ვიდეო: შორენა ჩერტკოევას „მასტერკლასი“ – როგორ ამოავლეს ჩურჩხელები გოჩა ჩერტკოევის შვილის ქორწილში
ლევან ჩერტკოევის რჩეული შენონ ნილია.
როგორი იყო ქორწილის დაგეგმვიდან განხორციელებამდე გზა – სპეციალურ სიუჟეტში, რომელსაც „პრაიმშოუ“ გვთავაზობს, წყვილს გაბედნიერებას ქართველი ვარსკვლავები ულოცავენ. ემოციურია ლევან ჩერტკოევის მშობლების მიმართვაც.
შორენა ჩერტკოევა:
„სავსე ვარ ემოციებით, სიხარულით, სიყვარულით, რაც მქონდა ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა. ყველა დაპატიჟებული სტუმარი მოვიდა, ეს გარემო ულამაზესია. იმედია ყველას მოეწონა“
გოჩა ჩერტკოევი:
„ჩემი კოლეგები, მეგობრები, ოჯახის წევრები აქ ვართ და ვიხდით შვილის ქორწილს, ეს რაღაც დაუჯერებელია, დიდი მადლობა აბსოლუტურად ყველას, რაღაცნაირად სხვანაირი ემოციები მაქვს, ოჯახური, თბილი „ცეკვავენ ვარსკვლავები” გამოგვივიდა ქორწილის ფორმით“