LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ეს იყო საოცარი მოსასმენი“ – ლიზი გოზალიშვილის საავტორო სიმღერა და მომღერლის ცხოვრება გერმანული „ვოისის“ შემდეგ

217
Untitled design (86)

„ჩემს ცხოვრებაში დიდი დოზითაა მუსიკა, ვსწავლობ სამუსიკო მეცნიერებებზე..  გერმანიაში სწავლა, ბონის უნივერსიტეტში ცოტა რთულია,“ – გერმანული „ვოისის“  მონაწილე, ქართველი მომღერალი ლიზი გოზალიშვილი საქართველოშია.

ლიზი ტელეკომპანია „ფორმულას“ დილის გადაცემას ესტუმრა, სადაც თავისი ცხოვრების მიმდინარე ეტაპზე ისაუბრა და საავტორო სიმღერაც შეასრულა.

მუსიკალურ პროექტებში კონკურენცია საქართველოში, არ ჩამოუვარდება საერთაშორისოს, ჩემს შემთხვევაში განსხვავებაა მასშტაბი.

საავტორო მუსიკის შექმნა დავიწყე 13-14 წლის ასაკში, ძალიან მოულოდნელად. „ვოისის პერიოდში ცოტა შეფერხდა ეს პროცესი, ამჯერად არ ვუჩივი ამ ტეპმს,  ძალიან კმაყოფილი ვარ.

25-მდე სიმღერა მაქვს, ბოლო დროს წავედი უფრო როკის მიმართულებით, ვწერ იმაზე, რაც ჩემს გარშემო ხდება, მაქვს სიმღერა ომზე, პანდემიაზე, შინაგან ბრძოლაზე. ჩემი სიმღერები ჟანრობრივად ერთმანეთისგან განსხვავდება,“ – ამბობს ლიზი.

გადაცემის ბოლოს კი ლიზიმ საავტორო სიმღერა შეასრულა, რომელსაც წამყვანების მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა.

„ეს იყო საოცარი მოსასმენი,“ – ამბობს ერთ-ერთი წამყვანი.

ფოტო, ვიდეო: ვინ გახდა The Voice of Germany 2023-ის გამარჯვებული და ვის გულშემატკივრობდა ლიზი გოზალიშვილი

„დავტოვე პროექტი, მაგრამ ყველაფერი გრძელდება.. ვიაზრებ, რომ ჩემი ოცნება ავიხდინე.. უახლოეს მომავალში მინდა საქართველოში ჩამოსვლა“ – ლიზი გოზალიშვილი

„ჩემი ბოლო გამოსვლა გერმანულ „ვოისში..“ დარბაზში მყოფმა მაყურებელმა გადაწყვიტა, რომ პროექტი უნდა დამეტოვებინა“ – ლიზი გოზალიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები