გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა.
ნინი ნაცვლიშვილმა მსახიობთან, ციხის დატოვების შემდეგ პირველი ინტერვიუ ჩაწერა.
როგორც ბახალა ინტერვიუში საუბრობს, ყველაზე დიდი შიში, რომელსაც განიცდიდა იყო ის, რომ გათავისუფლების შემდეგ ყველა ცოცხალი დახვედროდა.
„აქ სულ სხვა რაღაც დავტოვე. 15 წლის ნაგროვები რეალობა. უეცრად ამომგლიჯეს და სულ სხვა სამყაროში გადამაგდეს. ეს იყო ჯოჯოხეთი, ვერ ვხვდებოდი იქ რანაირად უნდა მეცხოვრა. ჩემი ყველაზე დიდი შიში იყო, რომ გამოსვლის შემდეგ ყველა ცოცხალი დამხვედროდა. ვფიქრობ ყველაზე ძალიან დამეხმარა, ერთი კონკრეტული წიგნი. არის ასეთი ძალიან საყვარელი ადამიანი, ალან ვოთსი, ავტორი წიგნისა: „აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა”. ამ წიგნმა ცნობიერება ამომიტრიალა და რაღაცნაირად თითქოს სახლში მოვხვდი”, – საუბრობს მსახიობი.
ბახალა ამბობს, რომ ციხემ ძალიან შეცვალა და დღეს ზოგიერთ რამეზე გული სწყდება.
„ალბათ ბევრი რაღაც გამოვტოვე ისეთი, რომელიც ახლა ამ ასაკის შესაფერისი იქნებოდა. ახალ ფილმებს რომ გადავავლე თვალი, გული დამწყდა, რადგან შეიძლებოდა იქ მეც ვყოფილიყავი და ვერ შევძელი. როდესაც სარკეში ვიხედები, სახიერად მაინც გამოხატული მაქვს ის პერიოდი. ციხემ ძალიან შემცვალა. მგონია მართალია, როდესაც ამბობენ, სინანულს აღვიძებს ადამიანშიო”, – საუბრობს ბახალა ინტერვიუში.
გიორგი გიორგანაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში 2018 წლის 23 იანვრიდან იმყოფება. მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, დიდი ოდენობით – 0.3726 გრამი ბუპრენორფინის (სუბუტექსი) შეძენა-შენახვის ბრალდებით. ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს, რადგან არ დასთანხმდა პოლიციის მოთხოვნას, ეთანამშრომლა მათთან.
როგორც ოჯახის ახლობელი აცხადებს, მის მუხლს შემდეგ ამნისტიის კანონი შეეხო და სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა.
“ბახალა” სასჯელის ამოწურვამდე ყოველ შაბათ-კვირას სახლში გაატარებს