LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ეს ამბავი საჯაროდ არასდროს მომიყოლია.. აღმოვაჩინე ჩემი შეყვარებულის მიმოწერა, ჩემი დის საუკეთესო დაქალთან.. ძალიან ცუდად გავხდი.. ” – ნინუცა მაყაშვილი ღალატზე საუბრობს

1037
Untitled design (4)

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი გადაცემაში „შუადღე“ ღალატზე და ამ კუთხით არსებულ გამოცდილებაზე საუბრობს.

მისი განცხადებით, მისთვის ხშირად უღალატიათ და გული უტკენიათ.

„ძალიან ხშირად უღალატიათ ჩემთვის და გული უტკენიათ. მოვყვები ერთ ისტორიას. ჩემს შეყვარებულთან 4 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი, რაღაც განხეთქილებების ფონზე დავშორდით. შემდეგ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შევრიგებულიყავით და ამ შერიგების შემდეგ უფრო სერიოზულად უნდა გვეფიქრა, ქორწილი და ა.შ.

მოხდა ისე რომ ამ შერიგებიდან, დაახლოებით, 10 დღეში დავწექი საავადმყოფოში. საკმაოდ რთული ოპერაცია გავიკეთე და არ მოვიდა სანახავად.. ნარკოზიდან როგორც კი გამოვედი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რაც ხდებოდა ჩემს თავს, რადგან ინტუიცია ჩართული კარგად მაქვს განვითარებული..

ძალიან ცუდი რაღაც გავაკეთე.. გავტეხე მისი სოციალური ქსელი და აღმოვაჩინე, მისი სექსუალური ხასიათის მიმოწერა, ჩემი დის საუკეთესო დაქალთან..

ისე ცუდად გავხდი, რომ ნაკერი გამეხსნა და თავიდან საოპერაციო გავხდი..

ვფიქრობ, რომ ღმერთმა გადამარჩინა“, – ამბობს ნინუცა მაყაშვილი.

💔 “ეს ამბავი საჯაროდ არასოდეს მომიყოლია” – ნინუცა მაყაშვილი საუბრობს ღალატზე

💔 “ეს ამბავი საჯაროდ არასოდეს მომიყოლია” – ნინუცა მაყაშვილი საუბრობს ღალატზე

Posted by შუადღე • Shuadge on Sunday, February 25, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები