LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ერთი წამით არ შემპარვია ეჭვი ნაკრებში.. არ ველაპარაკებოდი იმ ადამიანებს, რომლებიც მეუბნებოდნენ „ბურთს თავზე დაგვახევენ“ – დიმა ობოლაძე ისტორიულ გამარჯვებასა და საკუთარ ემოციებზე

144
ფორტუნა (2)

26 მარტს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მიერ, „დინამო არენაზე“ მოპოვებულმა ისტრიულმა გამარჯვებამ უამრავი ისტორიული კადრიც დაგვიტოვა – გახარებული და ატირებული ქომაგები სტადიონზე, ქუჩაში, სახლში.

დასამახსოვრებელი იყო ცნობილი სპორტული კომენტატორის, დიმა ობოლაძის ემოციები გამარჯვების შემდეგ – სიხარულისგან ატირებული კომენტატორის ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

ისტორიულ გამარჯვებასა და გამარჯვებით გამოწვეულ ემოციებზე დიმა ობოლაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პრაიმშოუ“.

„საშინელი კადრებია, ხალხს ეგონა, რომ გულმა დამარტყა. ასე, ბედნიერებისგან ნამდვილად არასდროს მიტირია, 1981 წლის წარმატებაც მახსოვს, მაშინ 13 წლის ვიყავი, მაგრამ ვერ შევადარებ…

ვერც ავხსნი, ეს ჩემთვის რა არის, თამაშის მსვლელობის დროს არც ტელეფონი დამიკავებია ხელში, არც მზესუმზირა მიყიდია, ხმა არ ამომიღია. 11-მეტრიანზე თავი ჩაწეული მქონდა, ვიცოდი, რომ გაიტანდა.

თავიდან ბოლომდე რწმენა მქონდა, არ ველაპარაკებოდი იმ ადამიანებს, ვინც მეუბნებოდა, რომ „დაგვახევენ ბურთს თავზე“. ერთი წამით არ შემპარვია ეჭვი [გამარჯვებაში]. ყველაზე ბედნიერი ვიყავი იმ მომენტში“, – აღნიშნა დიმა ობოლაძემ.

ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი ჩვენს ნაკრებში

🇬🇪⚽ ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი ჩვენს ნაკრებში. არც კი ველაპარაკებოდი იმ ადამიანებს, ვინც მეუბნებოდა "დაგვახევენ ბურთს თავზე"… ✨ დიმა ობოლაძე – ტელეწამყვანი, სპორტული კომენტატორი

Posted by პრაიმშოუ • PrimeShow on ოთხშაბათი, 10 აპრილი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები