LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ენცო ფერარის შთამომავლებმა 1990-იანი წლების სუპერქარებით გაისეირნეს

127
Ferrari

ენცო ფერარის შთამომავლებმა Ferrari-ს საკულტო სუპერქარებით გაისეირნეს. კლასიკური ავტომობილების ყოველწლიური რბოლა Ferrari Cavalcade Classiche, რომელიც იტალიური სუპერქარის სხვადასხვა ეპოქის მოდელების მფლობელებს აერთიანებს ხოლმე, 2023 წელს კომპანიის დამაარსებლის ენცო ფერარის შთამომავლების მონაწილეობით გაიმართა. პიერო ფერარი, ენცოს ერთადერთი ცოცხალი შვილი და მისი შვილიშვილი ენცო მატიოლი ფერარი 1990-იანი წლების საკულტო მოდელების საჭესთან მოკალათდნენ. Ferrari-ს სხვა გულშემატკივრებთან ერთად მათ მშობლიურ იტალიაში გაისეირნეს.

Ferrari-ის ვიცე-პრეზიდენტი პიერო ფერარი 349 ეგზემპლარიდან ერთ-ერთ Ferrari F50-ს მართავდა. სუპერქარი 520 ძალის, 4.7 ლიტრის მოცულობის ატმოსფერული V12 ძრავითაა აღჭურვილი და 6 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით მუშაობს. ტოპ-მენეჯერის შვილიშვილი ენცო კი Ferrari F40-ის საჭესთან დაჯდა, ბაბუამ მას სწორედ ეს ავტომობილი ანდო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები