LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ელის მარიას პირველი ეთერი“ – სოფო ნიჟარაძე საახალწლო კონცერტზე ქალიშვილთან ერთად გამოჩნდება

27293
page

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში „მთავარი არხის“ საახალწლო კონცერტის ანონსს ავრცელებს. ანონსიდან ვიგებთ, რომ 31 დეკემბრის საახალწლო ეთერი სამ ლოკაციაზე გადანაწილდება და მაყურებელი სოფო ნიჟარაძეს, ლელა წურწუმიასა და სოფო ბათილაშვილის დაუვიწყარ მუსიკალურ ნომრებს იხილავს. ცნობილი ხდება ისიც, რომ სოფოს აკომპანემენტს ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი გაუწვეს, ლელა წურწუმია სცენაზე ჯგუფ „ნონ-სტოპთან“ერთად გამოვა, სოფო ბათილაშვილს კი, ჯგუფ „ნიუტონთან“ ერთად ვიხილავთ.

ცნობილი სიმღერების გარდა, მუსიკოსები სხვა ცნობილ მომღერლებთან დუეტებსაც შეასრულებენ და პირველად ეკრანზე გამოჩნდება სოფო ნიჟარაძის ქალიშვილი, პატარა ელის მარია: „ელის მარიას პირველი ეთერი“ – წერს სოფო სოციალურ ქსელში.

ვიდეო/ფოტო – სოფო ნიჟარაძე წითელ კაბაში შეუდარებელია: „კეთილი იყოს შენი დაბრუნება, სუპერვარსკვლავო“

გიგი ადამაშვილი სოფო ნიჟარაძესთან ერთად დუეტს შემოგვთავაზებს: „ისეთ ადამიანებთან ერთად ვიწყებ ახალ წელს, რომ უკვე ვიცი, 2022 საუკეთესო იქნება!“

სოფო ნიჟარაძე: „სხვა ცხოვრება მქონდა…უცებ დედა გავხდი…მე ვზრდი, სრულფასოვნად ვარ ჩართული, ამან, რა თქმა უნდა, შემცვალა, ხმაში ტემბრიც კი შეიცვალა, სხვა განწყობაა”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები