კომპანია Jaguar-მა ახალი რგოლი გამოაქვეყნა, სადაც ელექტრო ქროსოვერი I-Pace მონაწილეობს. ვიდეოში ავტომობილი, რომელსაც პოტენციური მყიდველი მართავს, ჩრდილოეთ შვედეთში, თოვლიან პოლიგონზე დრიფტაობს.
რგოლიდან ცნობილი ხდება, რომ მოდელს 100 კილოვატიანი დასატენი სისტემა მოყვება, რომელიც ნულიან 80%-მდე აკუმულატორებს 45 წუთში „დატენის“.
როგორც I-Pace-ის პროტოტიპზე ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, ქროსოვერის სვლის მარაგი 320 კილომეტრია. ამასთან, მწარმოებელი პირობას იძლევა, რომ სერიული ეგზემპლარები ერთი დატენვით 500 კილომეტრს გაივლიან.
სერიული ელექტროქარის მსოფლიო პრემიერა 1 მარტს, ჟენევის ავტოსალონზე შედგება.
პირველად პროტოტიპი ორი წლის წინ, ლოს ანჯელესში გამოჩნდა. ის ორი ელექტროძრავით არის აღჭურვილი და სუმაული სიცქარე 400 ცხენის ძალაა