ეკა კვალიაშვილი „ღამის შოუს“ ესტუმრა.
მომღერალმა თავისი რეპერტუარიდან ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა „ისე მომენატრე“ შეასრულა და მსმენელს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ საოცარი შემსრულებელია.
მის გამოსვლას „ღამის შოუში“ დადებითი კომენტარები მოჰყვა:
„უნიჭიერესი ეკა კვალიაშვილი უიშვიათესი და არაჩვეულებრივი ხმით. ის განუმეორებელი მომღერალია…“
„ეკა კვალიაშვილი და მისი ქალიშვილი აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული შოუებში თუ სადღესასწაულო კონცერტებში…“
„რა კარგი ხმა აქვს, წკრიალა…“