LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ეკა კახიანის მძიმე პერიოდი: „დამჭირდა ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, თუმცა ექიმების მკურნალობამ და წამლებმა ცუდად იმოქმედა ჩემზე…“

405
ეკა კახიანი

„დილა მშვიდობისა საქართველო“ დაინტერესდა, როგორი იყო მოზარდობისას ეკა კახიანი და რა სირთულები ხვდებოდა მას.

ეკა იხსენებს ტრაგიკულ პერიოდს, როდესაც მისი ძმა მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, მაშინ ეკა 18 წლის იყო:

„გარდატეხის პერიოდს დაემთხვა ჩემი ძმის გარდაცვალება. ამას წინ უძღოდა მისი ავადმყოფობის პერიოდი. ამის ყურება და ამ მდგომარეობაში ცხოვრება ძალიან მძიმე იყო. ეს რომ დამთავრდა, მერე დამეწყო მძიმე პერიოდი, დამჭირდა ფსიქოლოგი, ფსიქიატრი. ჩემი პირადი ცხოვრებაც დაემთხვა, რომ აირია და მართლა ძალიან გამიჭირდა. ექიმების მკურნალობამ და წამლებმა ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე და მივხვდი, რომ მხოლოდ მე შემეძლო აქედან გამოსვლა. იმ გიჟი მხიარული ეკასგან რადიკლაურად შეცვლილი ადამიანი დარჩა. ტავად ვერ ვცნობდი საკუთარ თავს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები