ბრიტანული სატელევიზიო შოუს The Grand Tour–ის Youtube–არხზე ახალი სპეც–სერიის ანონსი გავრცელდა. მომავალ სერიაში ცნობილი წამყვანები მადაგასკარის კუნძულისკენ მიემართებიან, რათა გადამალული საგანძური მოდიფიცირებული ავტომობილების დახმარებით იპოვონ.
სიუჟეტის მიხედვით, ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ჰამონდი და ჯეიმს მეი მეკობრეთა განძს ეძებენ. Top Gear–ის ყოფილ წამყვანებს მთელი რიგი წინააღმდეგობების გადალახვა უწევთ. უფრო ზუსტად კი ბრიტანელების გზაზე გაუვალი ჯუნგლები, ჩაძირული გზები, ნახევრად აშენებული ხიდი და დანაღმული პლაჟია.
ტრეილერის მიხედვით, მეგობრები ერთმანეთს Bentley Continencal GT–ით, ბოლიდი Caterham–ით და Ford Focus RS–ით ეჯიბრებიან.
ახალი ეპიზოდი ტელეეკრანებზე 18 დეკემბერს გამოვა. Covid-19–ის პანდემიის გამო 2020 წელს ახალი სერია საერთოდ არ გამოსულა, ამიტომ ეს პირველი იქნება.