LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ძველ ფარეხში რარიტეტული ფრანგული ავტომობილების კოლექცია იპოვეს

40
car-collection

ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ფრანგი ინჟინრის პიერ ჰერონის ტერიტორიაზეა გადაღებული. მამაკაცის კოლექციაში ათობით კლასიკური ავტომობილი ინახებოდა და ამ კოლექციას ის 1965-1973 წლების პერიოდში აგროვებდა. სატრანსპორტო საშუალებების უმრავლესობა მრავალწლიანი მტვრითა და ჟანგითაა დაფარული. მიუხედავად ასეთი სავალალო მდგომარეობისა, მთელს კოლექციას აუქციონზე გაყიდიან.

რარიტეტულ ავტომობილთა შორისაა 1954 წლის Tablot Lago T26 GSL, ასევე ფრანგული კომპანია Delagaye-ის რამდენიმე მოდელი, რომლებიც 1948 წელსაა გამოშვებული. გარდა ამისა, პიერს ჰქონდა ესპანური კუპე Hispano-Suiza Type 49, რომელიც 1928 წელსაა აგებული და დღემდე ქარხნულ მდგომარეობაშია შენარჩუნებული.

ხანგრძლივი უძრაობის გამო ავტომობილთა უმრავლესობას შეკეთება ესაჭიროება. მიუხედავად ამისა, ყველა მანქანა აუქციონზე გაიყიდება და ყველაზე ძვირადღირებულ ეგზემპლარში კოლექციის მფლობელი 210 000 დოლარის მიღებასაც კი აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები