LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ძმები არველაძეების გადამდები სიცილი და ბახვა ბრეგვაძისთვის გაგზავნილი სახალისო ფოტო

1601
baxva

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 16 მაისიდან ახალი პროექტი დაიწყო – მას „ვინ ვინ არის“ ჰქვია და სხვადასხვა პერსონაჟის ქვეშ დამალულ 12 ცნობილ სახეს აერთიანებს, რომელთა ვინაობას, მაყურებელთან ერთად, ლიზა ბაგრატიონის, დათო დოიაშვილის, ანრი ჯოხაძისა და ნანიკო ხაზარაძისგან დაკომპლექტებული გამომძიებელი ჟიური ადგენს.

გადაცემის წამყვანი ბახვა ბრეგვაძეა. მან გადაცემის მიმდინარეობისას სოციალურ ქსელში გაგვიზიარა ფოტო, რომელიც ძმებმა არველაძეებმა გამოუგზავნეს და სთხოვეს, გაერკვია, რომელი რომელი იყო.

სახალისო ფოტოს, რასაკვირველია, ძალიან დიდი გამოხმაურება და ვიდეოც მოჰყვა აჩი არველაძის მხრიდან, სადაც ერთად შეკრებილი ძმები ისე იცინიან, რომ შეუძლებელია, მათ არ აჰყვეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები