გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ სტუმრად თამუნა მუსერიძე და სანდრო მიკუჩაძე იმყოფებოდნენ სტუმრად.
წამყვანმა ლელა წურწუმიამ წყვილს კითხვით მიმართა, ბოლოს რაზე იეჭვიანეს.
სანდრომ აღნიშნა, რომ ეჭვიანია.
„საერთოდ ვარ ეჭვიანი, უბრალოდ მიზეზებიდან გამომდინარე, მე ჩვენ ურთიერთობაში არაფერი საეჭვიანო არ მაქვს, თავიდან, როცა ურთიერთობას ვიწყებდით, მაშინ ცოტას ვეჭვიანობდი. თუ რამის მეშინია ცხოვრებაში არის ის, რომ მეშინია ჩვენი ურთიერთობის არ დაინგრეს. ყველაფერს ვიზამ იმისთვის რომ ეს არ მოხდეს. ბუნებით ეჭვიანობა ვცდილობ ჩემში ჩავკეტო“. – განმარტავს სანდრო.
თამუნა მუსერიძემ კი აღნიშნა, რომ ძალიან ეჭვიანია.
„მე ძალიან ეჭვიანი ვარ. მაგრამ მე არ ვაძლევ სხვებს იმის უფლებას, რომ მაეჭვიანონ. სანდროს ტელეფონი ძირითადად ბავშვებს აქვთ, მაგრამ ასე სანდროს ჰგონია. ხშირ შემთხვევაში მე მაქვს და როგორც კი შევდივარ მესინჯერში ვიღაცებს ვბლოკავ, ისე რომ სანდრომ ამის შესახებ საერთოდაც არ იცის.
ჩემთვის არასასიამოვნო მესიჯი ან მეგობრის სურვილი რომ შემოდის, მაშინვე ვბლოკავ აღელვების გარეშე“. – აღნიშნა თამუნამ.
სანდრო:
ბოლო დროს ხალხი გამიქრა, და ვერ ვხვდებოდი, რატომ ხშირად უნდა ვიარო თქვენს გადაცემაში და ბევრ რამეს გავიგებ.
თამუნა:
ჩხუბამდეც არ მიდის საქმე, კარგი არაა?
სანდრო:
გადასარევია.