ვოკალის აკადემიის კვარტეტი საბერძნეთის ტურიდან საქართველოში ახლახან დაბრუნდა. ყოფილი „რანინელებისგან“ შემდგარმა ბრწყინვალე ოთხეულმა საკუთარი შესრულებით ქართველი ემიგრანტებიც აღაფრთოვანა.
ოთო ბაზერაშვილი, ვაჩე ღვინიაშვილი, ნიკოლოზ ხარატი და გეგა შონია ამჯერად ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემას ესტუმრნენ და საბერძნეთში მოგზაურობასა და იქ მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრის შთაბეჭდილებებზე ისაუბრეს:
„მაყურებელი ძალიან კარგად შეგვხვდა.. ათენში, ემიგრანტები, მონატრება.. ძალიან მაგარი შეხვედრა იყო.
გარდა შემოქმედებითი პროცესისა, გართობაც ძალიან ბევრი იყო. რაციები გვქონდა და რომ არ დავკარგულიყავით, ჩვენი პროდიუსერი ასე გვეკონტაქტებოდა.. ძალიან მობილიზებულები ვიყავით“, – თქვა ვაჩე ღვინიაშვილმა.
„ჩვენი ემიგრანტებიც ძალიან გავამხიარულეთ, ძალიან დიდი ემოცია დავტოვეთ.. იყო ცრემლებიც, ქართული სული რომ ჩაგაქვს, იქ ეს მონატრებული აქვთ“, – აღნიშნა ოთო ბაზერაშვილმა.
? ვოკალის აკადემიის კვარტეტი საბერძნეთიდან დაბრუნდა, სადაც ქართველ მაყურებლებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა
? ვაჩე ღვინიაშვილი, ოთო ბაზერაშვილი, ნიკოლოზ ხარატი, გეგა შონია – ვოკალის აკადემიის კვარტეტის წევრები
? ანკა უგულავა – კვარტეტის პროდიუსერიPosted by პირველამდე on ორშაბათი, 22 იანვარი, 2024
ვიდეო: ვოკალის აკადემის კვარტეტის წევრები – მხიარული „რანინელების“ იტალიური სიმღერა