LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ძალადობის შესაჩერებლად პოლიციამ არაფერი გააკეთა: “თბილისი პრაიდი” დარბეული ოფისის კადრებს ავრცელებს

81
1

“ხელისუფლებამ უარი თქვა საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე.” – წერს “თბილისი პრაიდი” სოციალურ ქსელში და ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც დარბეული ოფისი ჩანს.

ორგანიზაციის მიმართვაში აღნიშნულია, რომ ძალადობის შესაჩერებლად სამართალდამცველებმა არაფერი გააკეთეს:

“❗️ ხელისუფლებამ უარი თქვა საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე. პოლიციამ არაფერი გააკეთა ძალადობის შესაჩერებლად.” – წერს “თბილის პრაიდი” “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, დღეს “თბილის პრაიდის” მიერ ორგანიზებული “ღირსების მარში” უნდა გამართულიყო, თუმცა ღონისძიება გადაიდო.

მთელი დღის განმავლობაში მარშის მოწინააღმდეგეები შეკრებილები იყვნენ “პარლამენტის” წინ, ასვეე “თბილისი პრაიდისა” და “სირცხვილიას” ოფისებთან, ისინი შენობებს სხვადასხვა ნივთებს ესროდნენ, მოგვიანებით კი თავად შენობაში შეჭრაც სცადეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები